პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, რომელმაც 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩეხეთში შაბათი, 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
"გამოვხატავ ჩემს დიდ მწუხარებას და გაბრაზებას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის სრულიად უმიზეზო დანაკარგის გამო. ასევე მსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულთა ყველა ახლობელს. ეს ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი იყო", - განაცხადა პაველმა.
ჩეხეთის პრემიერის, პეტრ ფიალას თქმით, დროშები ყველა საჯარო შენობაზე იქნება დაშვებული, ხოლო შუადღისას დაღუპულებს წუთეირი დუმილით მიაგებენ პატივს.
"ძნელია იპოვო სიტყვები, რომ გამოვხატო, ერთი მხრივ, ბრაზი და, მეორე მხრივ, ტკივილი და მწუხარება, რომელსაც მთელი ჩვენი საზოგადოება გრძნობს შობის წინა დღეებში", - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.
21 დეკემბერს პრაღის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა მოკლა 15, ხოლო დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი.
პრაღის პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.