logo
ENG



23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველო-მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებზე მოსმენა გაიმართება

16 ივლ 202423:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/16/opiz49s3ekn798g.jpg

23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართება. მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი მოიწვევს.

მოსმენა სამშაბათს, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

მომხსენებლები იქნებიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კრისტოფერ სმიტი; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე ალექსანდრე სოკოლოვსკი.

ანონსის თანახმად, შესაძლოა მომხსენებლების რაოდენობა გაიზარდოს. 

 


close დახურვა