logo
ENG



24-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიას EU-ს როუმინგის სივრცეში საქართველოს შეყვანისკენ მოუწოდა

17 დეკ 202219:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/9mh4kk8cx6kvacn.jpg

24-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის როუმინგის სივრცეში საქართველოს შეყვანისკენ მოუწოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ევროპარლამენტარების წერილში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ოჯახის წევრები არიან და ევროპული როუმინგის რეჟიმი მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ამბიციების გზაზე.

ევროპარლამენტარების თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირთან საერთო როუმინგი სივრცის არსებობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამისთვის რამდენიმე წელია მუშაობს.

ხელმომწერი პარლამენტარები იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკომისია მხარს დაუჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის როუმინგის ტარიფების შემცირებასა და საბოლოოდ საერთო სივრცის შექმნას.

“საქართველომ უკვე რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირთან საერთო როუმინგის სივრცე მათთვის მკაფიო პრიორიტეტია. მას შემდეგ, საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგისა (RRA)და რეგიონული სპექტრის (RSA) შეთანხმებებზე ხელმოწერისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს მაღალ დონეზე განვითარებული ტელეკომუნიკაციების სექტორი.

ამრიგად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომისია მხარს დაუჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო როუმინგის სივრცის შექმნას კოორდინირებული თანამშრომლობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო როუმინგის ტარიფების ეტაპობრივად შემცირების გზით, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად. ეს საქართველოს ევროპული გზისადმი ჩვენი კავშირის განუყოფელი მხარდაჭერის ხელშესახები ნიშანი იქნება“ - წერია ევროპარლამენტარების წერილში.

წერილს ხელს აწერს 24 ევროპარლამენტარი, მათ შორის არიან სვენ მიქსერი, მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი, ანა ფოტიგა, პეტრას აუსტრევიჩუსი, მარკეტა გრეგოროვა.

 

close დახურვა