logo
ENG



24-საათიანი დაკითხვის შემდეგ გეთაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან

07 ოქტ 201911:07
3 წუთის საკითხავი
 
dtbd42q7ejebv9w.jpeg

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, გიორგი გეთაშვილს დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალს დანაშაულის შეტყობინებლობის მუხლით წაუყენებენ.

მუმლაძის ცხედარი მტკვარმა გამორიყამას სხეულზე ნაკვეთი ჭრილობები ჰქონდაგიორგი გეთაშვილი კი უკანასკნელი ადამიანია, რომელიც დავით მუმლაძეს შეხვდა და ტელეფონზე დაუკავშირდა. ამის შემდეგ მუმლაძეს 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ადვოკატს დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრების შესაძლებლობა რუსთავის პოლიციამ ერთდღიანი ლოდინის შემდეგ მისცა.

კობაიძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

საქმეზე, სულ მცირე, ხუთი პირია დაკავებული, მათ შორის 2 პოლიციელი. ასევე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილიც. როგორც იქნა, შევხვდი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, ის დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენ საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს. გეთაშვილს ამ ეტაპზე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედავებიან. საქმის მასალები ამ დრომდე არ მიმიღია, როცა მივიღებ დეტალებში გავერკვევი", - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რატომ ჰყავდათ განყოფილებაში გიორგი გეთაშვილი 24 საათის განმავლობაში, პოლიცია პასუხობ, რომ ის საგამოძიებო მოქმედებებში იყო ჩართული, ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც ის არ მონაწილეობდა, უკანონოა.

დაკავებულის ცოლი ექსპერტიზის ჩატარებას და საქმეში სახალხო დამცველი ჩართვას გეგმავს.

5 ოქტომბერს, ღამით გიორგი გეთაშვილი რუსთავის პოლიციაში მოწმის სახით დაკითხვაზე შეიყვანეს. მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ოჯახმა მხოლოდ 24 საათის შემდეგ მიიღო.

რუსთავში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა.

შსს- ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა