logo
ENG



ჩიქოვანი საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე: ჩერდება სამარშუტო ტაქსებითა და ავტობუსებით გადაადგილება

24 მარ 202014:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.  კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

ხალხის მინიმალური ნაკადია სადგურზე. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დღეს ტაქსებმა ჩაანაცვლეს, თუმცა მგზავრები სოფლებში დაბრუნებას მაინც ვერ ახერხებენ, ვინაიდან ტაქსით მგზავრობის ტარიფი გაძვირებულია.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, კიდევ ერთხელ განმარტა ის რეგულაციები, რომლებიც საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ვრცელდება. ჩიქოვანის თქმით დღეიდან იზღუდება სამარშუტო ტაქსებისა და ავტობუსების მოძრაობა.

„ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაყვანა N2 და N3 სახის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშუტო ტაქსებს და ავტობუსებს. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. თვითმმართველი ქალაქში და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდამიმოსვლა, სამარშუტო ტაქსებისა და ავტობუსების. აღნიშული შეზღუდა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორი სამგზავრო გადაყვანებზე“,-განაცხად ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობას შეწყვეტა. აკრძალვა ვრცელდება ყველა მიმართულების საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

 


close დახურვა