logo
ENG



წულუკიანი: ყველა ოჯახს მოვუწოდებ, ნუ აგზავნიან ციხეებში ადამიანებს ამბის გამოსატანად, თუ აუცილებელი არაა

27 მარ 202013:24
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე პატიმრების ოჯახებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ საპატიმროდან ამბის გამოსატანად არ შეგზავნონ ადამიანები.

წულუკიანის თქმით, ადვოკატები აუცილებელია მხოლოდ საჭიროების  შემთხვევაში შევიდნენ საპატიმროებში.

„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის აღმოფხვრამდე, ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი. ამიტომ, ყველა ოჯახს მინდა მოვუწოდო, ნუ მოინდომებენ ციხეებში ამბის გამოსატანად ისეთი ადამიანების შეგზავნას, რომელსაც ამ მომენტში არავითარი საჭიროება არ აქვს. ადვოკატებიც აუცილებელია ციხეებში მაშინ შედიოდნენ, როდესაც საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას ან სხვა საპროცედურო საჭიროებებს“, - განაცხადა წულუკიანმა. 


close დახურვა