ჩრდილოეთ მაკედნია ნატოს 30-ე წევრი გახდა. გადაწყვეტილება ესპანეთის სენატმა დაამტკიცა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების ოქმი 2019 წლის თებერვალში იქნა ხელმოწერილი.
ბრიუსელში 27 მარტს კი ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ახლა ნატოს ოჯახის წევრია.
ნატოს შტაბ-ბინაზე ჩრდილოეთ მაკედონიის დროშის აღმართვა 30 მარტს გაიმართება.
