logo
ENG



SOCAR: აბონენტებს, რომლებსაც შეღავათი ეხებათ და გადასახადი უკვე დაფარეს, თანხა პირად ბარათზე აესახებათ

01 აპრ 202019:15
3 წუთის საკითხავი
 
pow2gmfal8dj1yv.jpg

„სოკარ ჯორჯია გაზი“ სპეციალური განცხადებას ავრცელებს სადაც წერია, რომ აბონენტებს, რომელთაც მთავრობის მიერ დაწესებული სუბსიდირება ეხებათ, მაგრამ გადასახადი მარტის თვის ბოლოს გადაიხადეს, თანხა პირად ბარათზე აესახებათ.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აბონენტებს, რომელთაც მიმდინარე წლის მარტი, აპრილი და მაისის თვეში ექნებათ ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში არაუმეტეს 200 მ3-სა, ფაქტიურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს დაფარავს სახელმწიფო.

იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 მ3-სა, სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე.

სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა