24 აგვისტოს აშშ უკრაინისთვის კიდევ $3-მილიარდიანი დახმარების შესახებ განაცხადებს.
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა, გარდა ამისა, შესრულდება ზუსტად 6 თვე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. გამოყოფილი თანხა უკრაინის ჯარის წვრთნას და აღჭურვას მოხმარდება.
Associated Press-ის ცნობით, საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირების ცნობით, წინა პაკეტებისგან განსხვავებით, ახალი დაფინანსება, ძირითადად, მიზნად ისახავს, უზრუნველყოს უკრაინის მიერ საშუალო და გრძელვადიანი თავდაცვა. წინა დახმარებები უკრაინის სასწრაფო საჭიროებებზე იყო ორიენტირებული.
დახმარების ახალი, გრძელვადიანი პაკეტი მიზნად ისახავს, აშშ-მ დაარწმუნოს უკრაინა, რომ მზად არის, გააგრძელოს მისი მხარდაჭერა.