logo
ENG



24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერ აქციას თსუ-ის სტუდენტები შეუერთდებიან

17 თებ 202314:03
3 წუთის საკითხავი
 

24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან.

როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა, ლუკა ჭოხონელიძემ დააანონსა, მსვლელობა 7 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე იქნება.

"გვინდა ღიად და საჯაროდ დავაფიქსიროთ, რომ ვუერთდებით ეროვნულ მოძრაობას და მივიღებთ მონაწილეობას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაში. გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ სტუდენტობა და ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებში საქართველოში. სტუდენტობა და ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელსაც არ ეშინია ტყვიის, პროვოკაციის და ნებისმიერი სხვა მაქინაციების. სწორედ ამიტომ, გვინდა აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ ისტორიულ პროცესში. ერთადერთი რამ, რაც სტუდენტობას და ახალგაზრდობას აშინებს არის საკუთარი მომავლის და პერსპექტივის დაკარგვა საკუთარ ქვეყანაში. მინდა, დავაანონსო მსვლელობა 24 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე. მოვუწოდებ სტუდენტებს, ერთად გამოვუცადოთ სოლიდარობა უკრაინას და დავიცვათ საქართველოს მომავალს"- თქვა მან.

24 თებერვალს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.


close დახურვა