უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე 1 300-ზე მეტი უკრაინელი რუსული ტყვეობიდან უკვე გაათავისუფლეს.
მან ტყვეების გათავისუფლების პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
"დღეს კიდევ 50 უკრაინელმა მოახერხა რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნება. 4 ოფიცერი, 46 სერჟანტი და რიგითი ჯარისკაცი, ტერიტორიული დაცვა, ეროვნული გვარდიელები, საზღვაო ძალები და მესაზღვრეები. ჩვენ ყველა დანარჩენს დავაბრუნებთ! მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება. ყველა უკრაინელი სახლში იქნება", - თქვა ზელენსკიმ.