პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრი კონტროლი დაავალა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გარდა ამისა, გახარიამ უწყებისგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა, ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე. მან ექიმებისთვის ტრეინინგების ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი 2 დღის განმავლობაში. ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი - ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა, ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148 -ე გაიზარდა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 27 პირი.