logo
ENG



ცაჰკნა აფხაზეთის ე.წ. არჩევნებზე: საქართველოს მთლიანობას ყოველთვის დავუჭერთ მხარს

16 თებ 202512:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/16/8qxyb7b3ri2fr4q.png

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ცაჰკნას თქმით, ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შევხვდი და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩატარებულ ე.წ. ‘არჩევნებზე’. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ესტონეთი ყოველთვის იდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მხარეს,“ – წერს ცაჰკნა X-ზე.


close დახურვა