ლიბიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორონავირუსტით გარდაიცვალა. 68 წლის მაჰმუდ ჯიბრილი ეგვიპტის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. პოლიტიკოსი ჰოსპიტალში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. ვირუსის გარდა მას გულის პრობლემები ჰქონდა. ჯიბრილი ლიბიის პრემიერი 2011 წელს გახდა. ის ქვეყნის მთავრობის სათავეში ერთი წელი იყო.
