logo
ENG



თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, მათი ფერი ყვითლის ნაცვლად ლურჯი იქნება

06 აპრ 202018:34
3 წუთის საკითხავი
 
ojjbrml4hediyos.jpg

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ახალი მიკროავტობუსების შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატრანსპორტო დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს, რომელიც ლურჯი ფერის იქნება.

შესყიდვების ღირებულება 29 მილიონი ლარია.  მერიის მოთხოვნის თანახმად, მიკროავტობუსს 17 ან მეტი მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.

დოკუმენტის მიხედვით, წინადადების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.


close დახურვა