პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა პატარებს სიურპრიზი მოუწყვეს. კემბრიჯის ჰერცოგი და მისი მეუღლე ერთ-ერთ დაწყებით სკოლას ვირტუალურად ესტუმრნენ, სადაც ძირითადად სამედიცინო სფეროს მუშაკების შვილები სწავლობენ.
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საგაკვეთილო პროცესში ვიდეო ზარით ჩაერთვნენ. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატარები საზეიმოდ იყვნენ გამოწყობილი. მათ სამეფო წყვილს საკუთარი ნამუშევრებიც უჩვენეს.