logo
ENG



256 ინფექციონისტი ქვეყანაში - სისტემური პრობლემები ჯანდაცვის სექტორში

15 აპრ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

კონტროლის მექანიზმის ნაკლოვანებების გარდა, მინისტრის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რა სისტემური პრობლემებია ჯანდაცვის სექტორშიც. ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში 256 ინფექციონისტი დათვალა, რომლებიც მის თქმით, 900-მდე პაციენტს ეყოფა, როცა პროგონოზით, 1 000 დაინფიცირებულს უკვე თვის ბოლოს ელოდებიან. არადა, განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებდა სამინისტრო ერთი თვის წინ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქვეყანაში 487 ლიცენზირებული ინფექციონისტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატი კი - 2 ათასამდე. 

სწორედ არასაკმარისი მედპერსონალით ხსნის მთავრობა ზომების გამკაცრებას ქვეყანაში, არადა ერთი თვით ადრე ჯანდაცვის მინისტრი განსხვავებულ რიცხვებს ასახელებდა და ირწმუნებოდა, რომ ეპიდაფეთქებისთვის სისტემა მზად არის. დაგვიანებით შეცვლილი პროტოკოლი, ტესტირება, მედიკოსები - აღჭურვისა და გადამზადების გარეშე.

ამ განცხადების გამო მთავრობას ოპოზიცია აკრიტიკებს. სამინისტროს შეცვლილ პოზიციას პოლიტიკოსები უპასუხისმგებლობად აფასებენ. მიჩნიათ, რომ მთავრობამ რამდენიმე თვე დაკარგა და არ გამოასწორა ხარვეზები, რომლებიც პერსონალის მომზადებას, ტესტირებასა და პროტოკოლის ჩავარდნების აღმოფხვრას ეხებოდა. 

შეცვლილი რიტორიკის გამო სამინისტროს აკრიტიკებენ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებიც. ექსპერტები ამბობენ, რომ მოახლოებული საფრთხის გამო მთავრობა შეშინებულია და რეალობას ვეღარ მალავს. ექიმების გადამზადება კი მათი აზრით, სამინისტროს დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო. 


 

 


close დახურვა