ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში მის ოჯახს ფინანსური რესურსი მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ეყოფა.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე - რამდენი ხნის განმავლობაში ეყოფა თქვენს ოჯახს ფინანსური რესურსი საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე? – 45%-მა უპასუხა, რომ რესურსი ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა, 40%-ს - ერთიდან სამ თვემდე, 8%-ს სამიდან ექვს თვემდე, 7%-ს კი, ექვს თვეზე უფრო მეტ ხანს.
შეგახსენებთ, კვლევა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ „ედისონ რესერჩმა“ გასულ კვირას ჩაატარა. კვლევის ფარგლებში ტელეფონით საქართველოში მცხოვრები 1000 რესპოდენტი გამოიკითხა.