logo
ENG



ტიკარიძე: კლინიკებთან დაკავშირებით, კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს მათ აქვთ მიცემული გარკვეული მითითებები

13 აპრ 202015:26
3 წუთის საკითხავი
 

 

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცადებით, ბოლო 6 თვის მანძილზე რეგულირების სააგენტოს მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს ყველა კლინიკის რესურსის კონტროლი და კლინიკებს აქვთ გარკვეული მითითებები, თუ როგორ შეიძლება პერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში, კლინიკების მხრიდან არ შეწყდეს იმ სერვისების მიწოდება, რომელიც მნიშვნელოვანია.

„ინფექციის კონტროლის სწორი მართვა არ არის მხოლოდ კოვიდის გამოწვევა ეს ისწავლება და ხორციელდება ყველა კლინიკაში და ეს არის გარკვეული ვალდებულებაც. ყოველივესთან დაკავშირებით მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე რეგულირების საგენტოს მხირდან და არის ყველა კლინიკის საშუალებები შესწავლილი და მათ აქვთ მიცემული არაერთხელ გარკვეული მითითებები, რაც აუცილებლად დაცული უნდა იყოს კლინიკების მხრიდან. რაც შეეხება კლინიკების დახურვას, ამ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად პრობლემა გვაქვს იმ პერსონალის რიცხვოვნობასთან, რომელიც არის დასაქამებული კლინიკებში. ჩვენს სტრატეგიულ ნუსხაში არიან კლინიკები, რომლებსაც აქვთ საშუალება და რესურსი იმისთვის, რომ მოახდინონ პერსონალის ცირკულაცია სწორედ, რათა არ მოხდეს პერსონალის დაინფიცირება ან პერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში არ მოხდეს დარღვევა იმ სერვისების მიწოდების, რომლებიც მნიშვნელოვანია. პატარა კლინიკების შემთხვევაში არის პრობლემა პერსონალის რიცხვონობა, რაც შემდგომში მათი დახურვის მიზეზი ხდება, მაგრამ ამ ეტაპისთვის ისინი არ არიან დახურული, უბრალოდ იმყოფებიან გარკვეულ საკარანტინო რეჟიმზე“,-განაცხადა ეკა ტიკარიძემ.

 


close დახურვა