logo
ENG



საჩხერის სამედიცინო ცენტრში შეყვანილი ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

13 აპრ 202016:37
3 წუთის საკითხავი
 
jtpa95zy6sht2jo.png

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დღეს შეყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ამ დროისთვის ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

„დღეს გადმოყვანილი იქნა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდა. მას დაუდასტურდა ვირუსი. პაციენტი საჩხერის მკვიდრია. თუ არ ვცდები იმყოფებოდა საფრანგეთში და საზღვრის გადმოლახვის შემდეგ დაუფიქსირდა ტემპერატურა. ამ დროისთვის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაიმე გართულებები არ არ გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

რაც შეეხება ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის მდგომარეობას, ქამუშაძის ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს და შესაძლოა, რამდენიმე დღეში ბინაზე გაეწეროს.

„ჩვენი თანამშრომელიც თავს კარგად გრძნობს, რაიმე გართულებები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელი ამ ხნის განმავლობაში თან არ ახლდა. რამდენიმე დღეში ალბათ გადავამოწმებთ და სასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში გადავიყვანთ ბინაზე თვითიზოლაციაში“, - აღნიშნა საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 266 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჯიმში 4 890 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 439. ვირუსისგან სრულად განიკურნა 67 პაციენტი, 3 კი, გარდაიცვალა. 


close დახურვა