logo
ENG



სასამართლო დამოუკიდებელია და ამ გადაწყვეტილებით შეთანხმება არ დარღვეულა - მათიკაშვილი

13 აპრ 202017:43
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ დაამტკიცა ის, რასაც პარლამენტის უმრავლესობის წევრები ამბობდნენ.

მათიკაშვილის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია და ამ განაჩენით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება არ დარღვეულა.

"სასამართლომ დაუდასტურა ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა - ის რაზეც ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია. დიახ, შეთანხმება იყო და არსებობს, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს მართლმსაჯულებაში და სწორედ ამ შეთანხმების დაცვა ხდება, როდესაც არც აქამდე, არც დრეს და არც ამის შემდგომ, პოლიტიკა არ ჩაერევა მართლმსაჯულებაში", - განაცხადა მათიკაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

 


close დახურვა