logo
ENG



როგორ უმკლავდება ქართული საზოგადოება კარანტინს - ედისონ რისერჩის კვლევის შედეგები

13 აპრ 202020:38
3 წუთის საკითხავი
clock 1114

საქართველოში პანდემია პიკურ ფაზაში ჯერ არ შესულა, თუმცა მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური ფონი უკვე სახეზეა. ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით გავლენიანმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც ასახავს, როგორ უმკლავდებიან ოჯახების გამოკვებას გამოკითხული მოქალაქეები.

ირკვევა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარს საკვებისთვის მის ხელთ არსებული თანხა ერთ თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა და გამოკითხულების მხოლოდ 7% შეძლებს არსებული მარაგით თავის გატანას 6 თვეზე მეტს. 

ხელისუფლებისგან გადასახადების შემცირებას ელოდება გამოკითხული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 97%. ამ სურათისთვის და საკუთარი მოქალაქეების პრობლემებისთვის თვალის გასწორებას როგორც ჩანს, მთავრობა არ ჩქარობს, ხელისუფლების ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი ჯერ მხოლოდ გეგმაში აქვს.

უცვლელია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება კვლევების მიმართაც, მმართველი გუნდი „ედისონ რისერჩსა“ და „ფორმულას“ უნდობლობას უცხადებს.


close დახურვა