logo
ENG



არჩილ ჯაფარიძე: ლენტეხის მუნიციპალიტეტში მასიური თერმოსკრინინგი დღეს დასრულდება 

14 აპრ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი დღეს დასრულდება. პროცედურა რეგიონში 5000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულ პირებს მკვეთრი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

რეგიონში კოვიდ 19-ით დაინფიცირების პირველწყაროს ყველა პირველადი და მეორეული კონტაქტი გამოვლენილია. მათგან 14 ადამიანი ეპიდემიოლოგისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, კარანტინის რეჟიმში იმყოფება. 

„დღეს დავასრულებთ მასიურ თერმოსკრინინგს ლენტეხის მუნიციპალიტეტში. სულ დაახლოებით 5000-მდე მაცხოვრებელს ჩაუტარდება. დღემდე ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ არ არის გამოვლენილი სიმპტომები. პირველად შემხებლობაში იმყოფება 100 ადამიანი ეპიდემიოლოგების მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან. ყოველ საათში ხდება მათი გადამოწმება. იცავენ თვითიზოლაციას და რაიმე დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა“, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.


close დახურვა