logo
ENG



25 მილიონი რომ გაყო 3 მილიონ-ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის, რას გვაყვედრით-მეუფე ანტონი

25 მაი 202011:27
3 წუთის საკითხავი
clock 2361
d8jcjmpc99dve5n.jpg

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული 25 მილიონი არ უნდა დააყვედრონ

მეუფე ანტონისთვის გაუგებარია, რატომ უთვლიან ეკლესიას ფულს, როდესაც მისი თქმით ეკლესია ქვეყნისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ასევე, სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ეკლესიაზე ორკესტრირებული შეტევა ლგბტ თემის მხარდამჭერების მხრიდანაც მომდინარეობს. 

"3 მილიონ-ნახევარი ცხოვრობს საქართველოში და 25 მილიონი რომ გაყო 3 მილიონ-ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის. 59 თეთრზე მეტს არ აკეთებს ეკლესია ქვეყნისთვის?! ნებისმიერი ტელევიზია, ნებისმიერი ინტიტუტი 140 მილიონს ღებულობს. გაცილებით მეტს ღებულობენ და რას გვაყვედრით, 59 თეთრს?! ხალხის ფულიო, 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?! მაგრამ ეკლესიაზე ორკესტრირებული შეტევა მიდის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იცავენ ლგბტ-ს უფლებებს. მათ გამოსვლებს, მთელი ეს ლიბერალური მოქმედება არის პიროვნების თავისუფლება უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლობის გარეშე. ლგბტ-ს აქვს ფუნდამენტური უფლება და უმრავლესობას არ აქვს ეს უფლება?!", - განაცხადა მეუფე ანტონიმ ქადაგებისას. 


close დახურვა