logo
ENG



ოპოზიციის შეფასებები შეზღუდვებზე: სახლში დარჩენილი ადამიანებმა რა ჭამონ

15 აპრ 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები, ყველა მოქალაქეზე თანაბრად არ ვრცელდება. ხელისუფლების ოპონენტები ეკლესიის მიმართ არსებულ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხხეს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, ვინც რეკომენდაციების მიუხედავად ქუჩაში მაინც გამოდის და არც თავშეყრის ადგილებს ერიდება.  მათ შესაჩერებლად კი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. 

"პრემიერს მინდა ვუთხრა, რომ კეთილგონიერი ხალხის საპასუხოდ მთავრობას ღონისძიებები არ ექნება გასატარებელი, რადგან სახლში დარჩება. ხელისუფლება აჩვენებს დანაშაულებრივ სისუსტეს და უპასუხისმგებლობას აჩვენებს საპატრიარქოს მიმართ, რადგან ის ვალდებულია ასრულებდეს მის მიერვე მიღებულ საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს. როდესაც აღასრულებს მედიკოსების კამპანიის მოწოდებას - დარჩი სახლში პროგრამას, კეთილი ინებოს და თქვას, სახლში დარჩენილი ადამიანებმა რა ჭამონ",-აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ. 

ოპოაზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მუშაობას, რადგან რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებაში ის განსხვავებულად მოქმედებს. პასუხისმგებლობას კი საკუთარ თავზე არ იღებს. 

"სახელმწიფოს მნიშვნნლოვანი ბერკეტია კანონი და მისი აღსრულება. სამარცხვინოა, როცა პრემიერი პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვეულებრივ მოქალაქეებს და  თავად არ იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ეხება ჯანდაცვას, ეკონომიკას. მათ შორის ორმაგ სტანდარტებსაც, რელიგიურ ორგანიზაციასთან მიდგომის მხრივ",-განმარტა ხატია დეკანოიძე. 

 


 


close დახურვა