logo
ENG



ბრძანების გაცემას დიდი ჭკუა არ უნდა, რა მოყვება, ის უნდა განსაზღვრო - რიგები თბილისის შესასვლელში

15 აპრ 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

უსაფრთოხების ნორმების გამკაცრებასთან და კორონავირუსის გავრცელების ზრდასთან ერთად, თბილისში ხალხმრავლობას მაინც შეხვდებით. დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში საცობებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ქუჩებში ხალხის დიდი ნაკადი როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად მაინც გადაადგილდება. 

მოსახლეობის თქმით, ხალხს შია, დედაქალაქში კი ყველაფერი გაძვირებულია. მოსახლეობას ქალაქიდან გასვლა უნდა, ხოლო თუ ქუჩებშიც შეინიშნება ხალხმრავლობა, ეს იმიტომ, რომ პროდუქტები აქვთ შესაძენი. იმ ფონზე, როცა ბაძრობა დაკეტილია, მაღაზიებში პროდუქტის ფასები გაორმაგდა.

"შია ხალხს და იმიტომ დადის. ეძებს სადაც იაფია პროდუქტი. ბრძანების გაცემას დიდი ჭკუა არ უნდა, იმას რა მოყვება, ის უნდა განსაზღვრო. რო ჩაკეტა ყველაფერი, ხალხს ბაზარში უნდა წასვლა, მაღაზიაში სასუალი ფასებია",-აღნიშნავს ერთ-ერთი მოქალაქე.

თბილსისი გარდა, საცობებია სხვა რაიონებშიც. მათ შორის ქუთაისში. გამშვებ პუნქტზე გადასაღებად "ფორმულას" სპეციალური ნებართვაც კი დასჭირდა.

შეგახსენებთ, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა 10 დღით აიკრძალა.


close დახურვა