logo
ENG



სასტუმრო პრომეთეში საკარანტინე სივრცე არ არის დაცული - წყალტუბოში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

15 აპრ 202014:16
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“, სადაც საკარანტინე ზონაა მოწყობილი უსაფრთხობები ნორმებია დარღვეული - ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც იქ მყოფ ერთ-ერთ მამაკაცს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

სასტუმროს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ხოლო სასტუმროში მყოფი პირები ამბობენ, რომ არ იციან, აუღეს თუ არა ვინმეს ანალიზები.

წყალტუბის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ ამ ზონაში დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები. მისივე თქმით, ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამ სასტუმროს საკარანტინე ზონად გამოყენებისა.

საკარანტინე სივრცე არ არის დაცული - ვინ სად გადადის, და გადმოდის. ეს სასტუმრო არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული - არ იყო მოწყობილი. ეს პირი მოძრაობდა, ათ პირთან ჰქონდა კონტაქტი", - აცხადებს მარინე ტყეშელაშვილი.

პაციენტი ქუთაისშია გადაყვანილი და როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა.

„წყალტუბოდან ჩამოვიდა, იყო სხვადასხვა რაიონშიც. როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგებს დადგენილი აქვთ კონტაქტები", - აცხადებს თეიმურაზ ნადირაძე.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 69-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 

 


close დახურვა