logo
ENG



ტიტების გაყიდვისთვის დაჯარიმებულ მოხუცს ხალხმა 10 ათას ლარზე მეტი შეუგროვა

15 აპრ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
6qu24ggg1hfu27m.jpg

ბზობის დღესასწაულზე ტიტების გაყიდვისთვის დაჯარიმებულ მიშა ყარაულაშვილს მოსახლეობამ 10 ათას ლარზე მეტი შეუგროვა

თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილი,  რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზობის დღეს ტიტებს ყიდდა, 3000 ლარით დაჯარიმდა. როგორც დაჯარიმებული „რადიო თავისუფლებასთან“ ყვება, ტიტების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული აღარ ჰქონდა.

მოხუცისთვის საჭირო თანხის შეგროვების იდეა Facebook-ზე ჯგუფებში „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“ და „დავეხმაროთ მოხუცებს" გაჩნდა. 

მისი თქმით,  სულ 9 ტიტა გაყიდა, თუმცა ახლა ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა უწევს.  სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოსახლეობამ ტიტების გამყიდველ მოხუცს 10 ათას ლარზე მეტი შეუგროვა, ხოლო ერთ-ერთმა იურისტმა სასამართლოში მისი უფლებების უსასყიდლოდ დაცვაც შესთავაზა.

 


close დახურვა