logo
ENG



მორალურ ავტორიტეტს წარმოადგენდნენ ამბროსი ხელაია და კირიონ მეორე, შემდეგ იყო წითელი პატრიარქების ეპოქა - ბუღაძე

17 აპრ 202000:10
3 წუთის საკითხავი
 

მწერალი ლაშა ბუღაძე კორონავირუსის პანდემიის ფონზე სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავიშრებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, საქართველოს საპატრიარქოს მწვავედ აკრიტიკებს. როგორც მან გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, საბჭოთა ტრადიციის გაგრძელების მაგალითია.

ბუღაძემ საპატრიარქოს წარმომადგენელთა ნაწილი ყოფილ კომუნისტებად მოიხსენია და თვალთმაქცობაში დაადანაშაულა.

„დიდ ბოდიშს ვიხდი, საქართველოს დღევანდელი საპატრიარქო პირადად ჩემთვის მორალურ ავტორიტეტს არ წარმოდგენს. მორალურ ავტორიტეტს საქართველოს პატრიარქები წარმოადგენდნენ ამბროსი ხელაიასა და კირიონ მეორეთი, დასრულდა ეს ავტორიტეტები. ამის შემდეგ იყო წითელი პატრიარქების ეპოქა. ის რასაც დღეს ვხედავთ, დიდწილად არის საბჭოთა ტრადიციის გაგრძელება, როდესაც ცეკას მდივნები და კგბ ნიშნავდა მაღალ იერარქებს, აკონტროლებდა და მანიპულაციას ახდენდა. ასე რომ ზნეობრივი ავტორიტეტები სამწუხაროდ 100 წლის წინ იყვნენ ჩემთვის, როგორც ერთგვარი იდეალები, როგორები უნდა იყვნენ მწყემსმთავრები. თუმცა იყო გარკვეული გამონაკლისები. ძალიან კარგად ვიცნობ მეც და ბევრი შიგნიდან ყველაფერს. ზოგიერთი, ყოფილი კომუნისტები, თვალთმაქცები, ახლა ჩოხებში გამოწყობილი რომ დგანან პოსტზე, ეკლესიაში ვერ შეიყვანდი 80-იან წლებში. პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა კომუნისტური პარტიის წევრობით საქართველოს მთელ საბჭოთა კავშირში. როგორ მოხდა ასეთი ტრანსფორმაცია ერთ დღეში?!“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.


close დახურვა