logo
ENG



მარია ზახაროვას თქმით, ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის სამხედრო სისტემაში შედის და ინფექციური დაავადების გავრცელებას აკონტროლებს

18 აპრ 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთს ლუგარის ლაბორატორიასთან კვლავ პრეტენზიები აქვს. ამჯერად განცხადება სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. მარია ზახაროვას თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეერთებული შტატების სამხედრო სისტემაში შედის, რომელიც მსგავსი სტრუქტურებით მთელ რიგ ქვეყნებში გლობალურად აკონტროლებს ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, ცოტა ხნის წინ საქართველოში პენტაგონის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ქართულ მხარეს მიმდინარე კვლევების გაფართოებაც შესთავაზეს.  მარია ხაზაროვა არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ტიპის ლაბორატორიებში  საშიში დაადავებების პათოგენების შექმნასა და მოდიფიცირებისთთვის სამუშაოები მიმდინარეობდეს, მათ შორის სამხედრო მიზნებისთვისაც, რასაც რუსეთი უყურადღებოდ ვერ დატოვებს. მარია ზახაროვას ამ განცხადებას ოფიციალური თბილისი უკვე გამოეხმაურა

 


close დახურვა