logo
ENG



ვლადიმერ კონსტანტინიდი: რუსეთს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ პროვოკაციული განცხადებებისგან

17 აპრ 202020:34
3 წუთის საკითხავი
 
d2g5xtn3opvzvj2.png

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ პროვოკაციული განცხადებების გავრცელებისგან და თავიანთი ძალისხმევა ვირუსთან ბრძოლისკენ მიმართოს.

„რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ პროვოკაციული განცხადებებისგან და ძალისხმევა მიმართოს არა დეზინფორმაციის გავრცელებაზე, არამედ მთელი მსოფლიოსათვის საშიშ დაავადებასთან რეალურ ბრძოლაზე.“ - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი

კონსტანტინიდის თქმით, საქართველოში რიჩარდ ლუგარის ცენტრის არსებობა უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, განსაკუთრებით ტესტირების კუთხით.

„ცენტრის წვლილი ნამდვილად ფასდაუდებელია და მისი 24 საათიან რეჟიმში მუშაობის გარეშე ჩვენ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში არა თუ ვერ მივაღწევდით იმ წარმატებებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს, არამედ შესაძლოა რეალურად კატასტროფულ ვითარებაში აღმოვჩენილიყავით.

ცენტრის ამ საქმიანობისა და როლის თაობაზე კარგადაა ცნობილია რუსეთშიც და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერის პროვოკაციული განცხადებები. გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა და მისი დამარცხება მხოლოდ ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი, რუსეთის მხარე კი, თანამშრომლობის ნაცვლად, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ამ საერთო ფრონტის წინა ხაზზე წარმატებით მოქმედ სტრუქტურას” -აცხადებს კონსტანტინიდიმ.

17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლებას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ცდების დიაპაზონის გაფართოება შესთავაზა და არ უნდა გამოირიცხოს, რომ მსგავს ლაბორატორიებში და განსაკუთრებით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ამერიკელების მიერ სხვადასხვა სახიფათო დაავადებების შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

 

 

 


close დახურვა