logo
ENG



არ მინდა ჩემს ქვეყანაში ვნახო ის, რაც იტალიაში ხდებოდა - მედიკოსები მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

18 აპრ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

სააღდგომო ლიტურგიამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, ექიმები და ინფექციონისტები კი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტაძრებში მისვლისგან

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტები რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, მათი რესურსი შეზღუდული იქნება. 

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ვაქცინის და სრულფასოვანი მკურნალობის არსებობის პირობებში, პანდემიის დროს ყველაზე მთავარი იარაღი სახლში დარჩენა და სოციალური დისტანცირებაა

"დავრჩეთ ყველანი სახლში, იმიტომ რომ პანდემიასთან საბრძოლველად, ასეთ სიტუაციაში, როდესაც არ არსებობს მკურნალობის სრულფასოვანი საშუალებები და ასევე არ არსებობს ვაქცინა, ყველაზე კარგი არის სოციალური დისტანცირება. სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ გინდა შევინარჩუნოთ ისეთივე დაბალი გავრცელება, როგორიც გვაქვს, ამისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობა დარჩეს სახლში. ომის დროს ჯარისკაცის გაკრიტიკება არ არის სწორი. ჩვენ რეალურად თავს ვწირავთ და ვაკეთებთ იმას, რასაც პროფესია გვავალდებულებს", -  განაცხადა გოგინავამ

მის პოზიციას უერთდება თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია. ბექაია იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობა სპეციალისტების რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და დარჩება სახლში. 

"იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის და მთელი მოსახლეობა ბინიდან ილოცებს როგორც ქართველებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. იმედი მაქვს, რომ დარჩებით სახლებში. არ მინდა ჩემს ქვეყანაში ვნახო ის, რაც იტალიამ და ესპანეთმა გამოსცადა, სასახლეში მყოფი მიცვალებულების. ვურჩევ ყველა ადამიანს, მისი რელიგიის მიუხედავად, ილოცონ სახლში", - განაცხადა მედიკოსმა

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 385-მდე გაიზარდა


close დახურვა