logo
ENG



დარჩი სახლში - თურნავამ და ციხელაშვილმა ვიდეომიმართვები გაავრცელეს

18 აპრ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

მოწოდებით - დარჩი სახლში, დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები გამოვიდნენ.

ოჯახურ გარემოსა და სააღდგომო ატრიბუტიკის ფონზე ჩაწერილი მიმართვა ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ ულევ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას. გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას, დარჩით სახლში", - განაცხადა მინისტრმა. 

სახლში დარჩენისკენ მოუწოდა მოქალაქეებს, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც. მან აღდგომის დღესასწაული ასევე საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს მიულოცა. 


close დახურვა