logo
ENG



ბრიტანეთში, რუმინეთსა და ბელგიაში საქართველოს მოქალაეები თავშესაფრით და საკვებით პროდუქტებით უზრუნველყვეს

20 აპრ 202014:48
3 წუთის საკითხავი
 
xldkdnfxjxf9rtd.jpg

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით 228 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში “ჯორჯიან ეარვეისის” და სხვა ალტერნატიული რეისების საშუალებით. ასევე, უახლოეს დღეებში კიდევ 9 ადამიანი დაბრუნდება საქართველოში.

საყურადღებოა, რომ საელჩომ საცხოვრებლით და საკვები ვაუჩერებით უზრუნველყო შესაბამისი კატეგორიის მქონე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე.

აღსანიშნავია რომ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი თანამშრომლობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ, ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაიმართა ონლაინ კონსულტაცია ვირუსის გავრცელების და მისი შემდგომი პრევენციის საკითხებზე.

ბელგიასა და რუმინეთში საქართველოს საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარების გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, პირველადი საჭიროების ნივთებით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს.

ასევე ბელგიაში საქართველოს საელჩომ რამდენიმე ათეული ადამიანი უზრუნველყო თავშესაფრით, ხოლო რამოდენიმე მოქალაქისთვის,რომელსაც გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, მატარებლით უსასყიდლოდ მგზავრობა უზრუნველყო.

2020 წლის 20 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 9058 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე.


close დახურვა