logo
ENG



უკრაინის საგარეო: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს სააკაშვილის დაცინვა და ჩვენ გადმოგვცეს

02 თებ 202314:36
3 წუთის საკითხავი
clock 712
უკრაინის საგარეო: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს სააკაშვილის დაცინვა და ჩვენ გადმოგვცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, "საქართველოს ხელისუფლება სსრკ-ის უარეს ტრადიციებში იყენებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება მას საჭირო სამედიცინო მკურნალობაზე, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს".

"უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის კოლაფსზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის დაცინვა და გადასცეს ის უკრაინას. ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე მივმართავთ უცხოეთის ხელისუფლებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო", - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. მოგვიანებით მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და მსოფლიოს მოუწოდა, მისი სიკვდილით დასჯა აღკვეთონ.

 

 

 


close დახურვა