logo
ENG



ვლადიკავკაზში აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

20 აპრ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე აქტივისტი დააკავეს აქციაზე, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით მოეწყო. 

ვლადიკავკაზში, მთავრობის სახლთან ორი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები კორონავირუსის შემთხვევების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გასაჯაროებას და სამსახურების დაკარგვას აპროტესტებდნენ. მოთხოვნებს შორის იყო რესპუბლიკის მეთაურის - ვიაჩისლავ ბითაროვის გადადგომა და პარლამენტის დაშლაც.  ვლადიკავკაზის ცენტრში   შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა მოგვიანებით  აქციის მონაწილეებთან რესპუბლიკის მეთაური მთვრობის წევრებთან ერთდ გავიდა, თუმცა მათ დემონსტრანტები სტვენით შეხვდნენ.  ჩრდილოეთ ოსეთში კოვიდ 19-ის 145 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

 


close დახურვა