logo
ENG



მშვენიერაძე საგანგებო მდგომარეობაზე: ხელისუფლბის მიმართ უნდა არსებობდეს კითხვები თუ რა გეგმები ექნებათ მდგომარეობის პირობებში

21 აპრ 202010:49
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მესამე სექტორში ეწინააღმდეგებიან. არასამთავრობო ორგანიზაციების  პროგნოზით დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდება  და ამით ქვეყანაში არაერთი პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. მესამე სექტორში მთავრობას თითოეულ ღონისძიებაზე შესაბამისი არგუმენტების  წარდგენისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ეკონომიკური და სოციალური პაკეტები, რომლებითაც სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები ისარგებლებენ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის განცხადებით, საგანგებო მდომარეობა მხოლოდ ნაწილობრივ სრულდებოდა, წესებს მოსახლეობის ნაწილი არღვევდა და ამზე ხელისუფლებას რეაგირება არ ჰქონია, სწორედ ამიტომ მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ უნდა არსებობდეს კითხვები იმის შესახებ, თუ რა გეგმა ექნებათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

„მდგომარეობის გათვალისწინებით „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა აქვს რომ ერთპარტიულად მიიღოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვაზე გაცილებით მეტი შეკითხვა არსებობდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. საგანგებო მდგომარეობა ნაწილობრივ სრულდება, შეზღუდვები,   დაწესდა საზოგადოების ნწილისთვის და მეორე ნაწილი ამ შეზღუდვებს არ ემორჩილება და ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ აქვს“,-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

Emc-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის აზრით, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს იმ ღონისძიებების დასაბუთება, რომელზეც ის ადაწყვეტილებას მიიღებს. გურამ იმნაძის თქმი, მთავრობის მიერ შემუშავებული უნდა ეკონომიკური და სოციალური პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო მოწყვლად ჯგუფებს დაეხმარება.

„ჩემი მოლოდინით საგანგებოი მდგომარეობის გაგრძელდება, თუმცა აქ აუცილებელი არის არგუმენტაცია და თითოეული ღინისძიების დასაბუთება, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. მარტო ის, რომ შემზღუდველი მექანიზმები გაგრძელდეს ისე, რომ პარალელურ რეჟიმში არ იქნეს წარმოდგენილი ეკონომიკური და სოციალური პაკეტი, რომლითაც დაეხმარება სახელმწიფო მოწყვლად ჯგუფებს, შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილისთვის“,-განაცხადა გურამ იმნაძემ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტიდან ერთი თვით მოქმედებს, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას 10 მაისამდე გეგმავს.

 


close დახურვა