
სამთავრობო რეგულაცების გამო მიტანის სერვისის კომპანიებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ. თუ აქამდე კომპანიების შეკვეთების მიტანას ავტომობილებითაც ახორციელებდნენ, ამჯერად მათ ამის უფლება აღარ აქვთ. შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Glovo და ვოლტი.
"გაცნობებთ, რომ დღეიდან, 22 აპრილიდან, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა მიტანის სერვისის კურიერებსაც ეხებათ, ამიტომ ვოლტის პარტნიორი კურიერების საკმაოდ დიდი ნაწილი დღეიდან ვეღარ იმუშავებს. შედეგად, შესაძლებელია გვქონდეს შეფერხებები და გახანგრძლივდეს შეკვეთის მიტანის დროც, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს",-ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა ასევე შექნის დამატებით ბარიერებს, მათ შორის:
"პარტნიორი კურიერების დაახლოებით 30% სამწუხაროდ ვერ აგრძელებს მუშაობას; შესაძლოა მიტანის დრო გაიზარდოს და რესტორნების/მაღაზიების დაფარვის არეალი შემცირდეს; ქუთაისში, სადაც მხოლოდ მანქანიანი კურიერები გვყავს, სამწუხაროდ, შეკვეთებს ვერ განვახორციელებთ; თბილისში, ბათუმსა და რუსთავში კი დიდი მოცულობის შეკვეთებს ვერ წავიღებთ. ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის",-ნათქვამია განცხადებაში.