logo
ENG



ბოკერია: როცა ჩაკეტილი გყავს ხალხი და ოჯახს ვერ ინახავენ, მათი კონტროლი შეიძლება შეუძლებელი გახდეს

22 აპრ 202015:40
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც სამართლებრივ წესრიგს არღვევს.

მისი განცხადებით, მარნეულში ევროპული საქართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან და ხალხის დამშვიდებას ცდილობენ.

„მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ამ ურთულეს ვითარებაში, როგორი საფუძველიც არ უნდა გქონდეთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეძლება სამართლებრივი წესრიგი დაარღვიოს. ჩვენი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მარნეულში არიან და ცდილობენ დაამშვიდონ ხალხი. 

როცა ზღვარს სცდება ვითარება და ჩაკეტილი გყავს ხალხი კვირეებით და არ აძლევს შანსს, რომ ოჯახი შეინახოს, კონტროლი შეიძლება შეუძლებელი გახდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვს.


close დახურვა