logo
ENG



შიმშილის პრობლემა დგას ქვეყანაში, პასუხს არავინ არ იძლევა - გირჩი აქციას მართავს

23 აპრ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით, მსოფლიოს გარკვეულ ქვეყნებთან ერთად აქციები უკვე საქართველოშიც ტარდება. პოლიტიკური პარტია „გირჩი“ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციას იპოდრომზე მართავს.

აქცია სეირნობა იპოდრმის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ღონისძიების ავტორი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობა ქვეყნაში 22 მაისამდე გახანგრძლივდა არასწორია და შედეგზე ორიენტირებული არ არის.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეპიდემიის წინაღმდეგ ბრძოლა ქვეყანაში აკრძალვებით არ უნდა ხდებოდეს და საჭიროა ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება. მას აქვს ეჭვი, რომ ჯანდაცვის სექტორი არ არის სათანადოდ მომზადებული, არ აქვს შესაბამისი რესურსები და ამის გამო ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეების სახლში დატოვებით შედარებით უფრო მარტივად გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს. 

„22 მაისისთვის არც ვირუსი გაქრება, არც წამალი არ იქნება მოფიქრებული, არც ვაქცინა იქნება მოფიქრებული და არც ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი არ გვექნება გამომუშავებული. ამ ყველაფრის შედეგად ამ ქვეყანაში დღეს უკვე უამრავი ადამიანი დღეს სამუშაოს და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ჩვეულებრივი შიმშილის პრობლემა დგას ქვეყანაში და არავინ პასუხს არ იძლევა, როდის გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. ამ წესების ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაღაც ბლოკპოსტების მოწყობით ქუჩების მორეცხვით და ათასი სისულელით, რომ ვითომ ებრძვიან ვირუსს. სინამდვილეში ეს არ არის ვირუსთან ბრძოლა. იმის გამო, რომ აკრძალულია 3 კაცზე მეტის შეკრება, აკრძალულია პროტესტის გამოხატვა, და აკრძალულია შეკრება-მანიფესტაცია. რომ არ დაგვერღვია ეს წესები უბრალოდ ვსეირნობთ და ამით ვაპროტესტებთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ამ დროისთვის იპოდრომზე 30-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი უერთდებიან ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას და ეწინააღმდეგებიან დაწესებულ შეზღუდვებს. ადგილზე იმყოფება საპატრულო ეკიპაჟიც.


close დახურვა