სოფელ ღვანკითის ჩაკეტვის პირველივე დღეს მოსახლეობას სურსათისა და მედიკამენტების შეძენის პრობლემა შეექმნა. სოფელში კირონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მაღაზიები დაკეტილია. არ მუშაობს აფთიაქიც, რადგანაც მფლობელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მოსახლეობა იძულებულია ბლოკპოსტთან პროდუქტებისა და ბავშვისთვის აუცილებელი ნივთების მიტანა ახლობლებს სთხოვოს. რაიონის გუბერნატორის თქმით, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ოცი ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
„გამოიკვეთა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც საჭირო გახდა ნიმუშის აღება. ჩვენი ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ, აიღეს ნიმუშები გუშინდელ შემთხვევებთან ერთად და დღის ბოლოსთვის გვექნება ინფორმაცია დაუდასტურდებათ თუ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი. ეს არის დაახლოებით 20 ადამიანი“, აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე.