logo
ENG



ის 144, რაღაც ჯანდაბის ნომერი რომ გამოაცხადეს, მიდით აბა დარეკოს ვინმემ, არ ირეკება - ელისაშვილი

23 აპრ 202023:13
3 წუთის საკითხავი
 

"სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, მთავრობის მიერ შექმნილი ნომერი 144, რომელიც მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს, არ მუშაობს. 

ელისაშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ნომერზე დაკავშირებას მოქალაქეები ვერ ახერხებენ. 

მის უკმაყოფილებას ასევე იწვევს ის ფაქტი, რომ მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას არ ეხმაურება და ამბობს, რომ მხოლოდ კომუნალურების დაფარვით პრობლემა არ გვარდება. 

"ის 144, რაღაც ჯანდაბის ნომერი გამოაცხადეს და მიდით აბა დარეკოს ვინმემ მაგ 144-ზე. არ ირეკება და გეუბნება, რომ ნომერი რეგისტრირებული არ არის. დარჩი სახლში, დარჩი სახლში მეც გავიძახი და ისტორიის გაკვეთილებს ვუყვები ხოლმე ბავშვებს, მაგრამ კომუნალურების გადახდის გარდა, რა გააკეთეს?! შიმშილით ხომ არ უნდა დავიხოცოთ ამ სახლებში", - განაცხადა ელისაშვილმა "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში". 


close დახურვა