logo
ENG



15-მდე პაციენტი დღეს, სავარაუდოდ, კლინიკას დატოვებს - ლევან რატიანი

24 აპრ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, 15-მდე პაციენტი დღეს, სავარაუდოდ, კლინიკას დატოვებს.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორიაში პაციენტების განმეორებითი ანალიზებია გადაგზავნილი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი სამედიცინო დაწესებულებას დატოვებენ. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო 8 ადამიანი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 104 პაციენტი, აქედან ვირუსი აქვს 86 ადამიანს. დრეს ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტი. 13 პაციენტის განმეორებით პასუხებს ველოდებით და ალბათ რამდენიმე პაციენტი, რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. დაახლოებით 15 პაციენტზეა საუბარი. რეანიმაციული პაციენტი გვყავს 8. ახალი პაციენტები არ დამატებულა. 3 იყო კრიტიკულ მდგომაროება. ერთის მდგომარეობა არის შედარებით გაუმჯობესებული",- აღნიშნა ლევან რატიანმა.  


close დახურვა