logo
ENG



ბოლო 4 დღეა, კლინიკაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი არ გვქონია - თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

24 აპრ 202012:32
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარეხი ბექაიას განცხადებით, ჩატარებული 30 კვლევიდან, 26 პაციენტს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ბექაიას განმარტებით, კიდევ 4 პაციენტის ანალიზის კვლევა გრძელდება და მათი პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

„ამჟამად კლინიკაში 54 პაციენტი იმყოფება. გუშინ კვლევა 30 პაციენტზე ჩატარდა და მათგან 26 უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 შემთხვევაზე კვლევა გრძელდება და მათი პასუხი დღეს იქნება ცნობილი. დაწყებულია პაციენტების კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში გადაყვანა. ღამით 5 პაციენტი გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი პაციენტები დღის განმავლობაში გადავლენ. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ბოლო 4 დღეა, ჩვენს კლინიკაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი არცერთ პაციენტს აქვს“,- განაცხადა ბექაიამ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა და მათი რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს.

 


close დახურვა