logo
ENG



ოფიციალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უსამსახუროდ დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარს მიიღებენ

24 აპრ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოფიციალურად დასაქმებული ადამიანები, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ, 1 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დახმარება მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში გაეწევათ და აღნიშნული თანხა სწორედ 6 თვეზე გადანაწილდება. პრემიერის განმარტებით, ყოველთვიურად უმუშევრად დარჩენილებს 200-200 ლარი გადაეცემათ. აღნიშნული დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება. 

"ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა