logo
ENG



26 მაისთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის ეროვნული დროშის დარბაზი გაიხსნა

26 მაი 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეროვნული დროშის დარბაზი გაიხსნა. 

დარბაზში გამოფენილია შუა საუკუნეების ევროპული საზღვაო რუკების ბეჭდური ვერსიები.   ასევე წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი, რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა.

ექსპოზიცია მუდმივმოქმედია. განახლებული დარბაზი, რომელიც სულ მალე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც აღიჭურვება, სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გაიხსნა.  

 


close დახურვა