26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში დღეს პირველად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი. "ევროპისკენ" - ასე ერქვა დღევანდელ საზეიმო ღონისძიებებს. დაახლოებით სამ კვირაში საქართველომ უნდა მიიღოს პასუხი ქვეყნის მომავლისთვის გადაუჭარბებლად უმნიშვნელოვანეს კითხვაზე - მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა ის ფუნდამენტური ფასეულობები, რომელიც ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ახსენა ავტორიტარიზმისკენ ცდუნებების აცილების გზაც.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
26 მაი 202220:49
3 წუთის საკითხავი