![2024/05/25/o4hzzzrd3sj1g67.jpg](/uploads_script3/articles/2024/05/25/o4hzzzrd3sj1g67.jpg)
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სკოლის მოსწავლეების განათლების სამინისტროდან ფილარმონიის მიმართულებით მარშის გამართვას აპირებენ. საპროტესტო მარში 18:00 საათზე დაიწყება.
"მოსწავლეები ისევ გამოვდივართ ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად! არ ვაპირებთ გაჩერებას და ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის უბრძოლველად ჩაბარებას! 26 მაისს ველოდებით სკოლის მოსწავლეებს თბილისის მასშტაბით და ვატარებთ მშვიდობიან მარშს. შევიკრიბებით 18:00 განათლების სამინისტროსთან. მზად ვართ, დავუმტკიცოთ ყველა იმ ადამიანს საპირისპირო ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავალზე ფიქრი არასრულწლოვნების საქმე არ არის", - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.