logo
ENG



სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

27 აპრ 202018:05
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი რურუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის სასამართლო პროცესი დღეს, ონლაინ რეჟიმში წარიმართა. მომდევნო სხდომების გამართვაც, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად, ონლაინ გაიმართება.

პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობის მოთხოვნისას ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს ევროპაში კონტაქტები ჰქონდა და შესაძლოა მიმალულიყო, თუმცა, ადვოკატის თქმით, ამას ბრალდება ვერ ასაბუთებდა. საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არათუ ქვეყნის, დედაქალაქის დატოვებაც პრობლემას წარმოადგენს და, შესაბამისად, არც მიმალვის რისკი არსებობს.

დაცვის მხარე ამბობს იმასაც, რომ გიორგი რურუას ქრონიკული დაავადება აქვს და COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში მას დაავადება გაურთულდება, რასაც საავადმყოფოდან სასამართლოსთვის წარდგენილი ცნობით ადასტურებდნენ. 

გიორგი რურუას სახელმწიფო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

 


close დახურვა