logo
ENG



ონლაინ გაყიდვები დღეიდან დაშვებულია - ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ყველა მსურველი ონლაინ ვაჭრობის დაწყებას

27 აპრ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის დადგენილებით,  საკვების მიწოდების გარდა, ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ონლაინ გაყიდვები, დღეიდან კი ონლაინ გაყიდვები და მიტანის სერვისი დაშვებულია, თუმცა ბუნდოვანი რამდენიმე საკითხი რჩება.

მთავრობის დადგენილებით, ორგანიზაცია, რომელსაც სურს, ონლაინ ვაჭრობა, უსაფთხოების კონკრეტულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. კომპანიათა უმეტესობა კი წუხს, რომ განაცხადი დიდი ხანია, შევსებული აქვთ და მათთან გადასამოწმებლად არავინ მისულა, რაც მათ საქმიანობას ისევ აფერხებს.

პრობლემებზე საუბრობენ დამსაქმებულთა ასოციაციაშიც. როგორც ლაშა ლაბაძე ამბობს, მიწოდების სერვისი დამოკიდებულია რესურსზე, დამატებით ხარჯებზე და საწყობებზე, ამ ყველაფრის მოძიება კი ერთ თვეში ძალიან  რთულია.

რას მოიმოქმედებს ეკონომიკის სამინისტრო, როდის გასცემს პასუხებს მთავრობა პასუხგაუცემელ კითხვებს და შეძლებს თუ არა ყველა მსურველი ონლაინ ვაჭრობის დაწყებას -  ჯერჯერობით უცნობია.

 

 


close დახურვა